ლელობურთი, ქართული ეროვნული სპორტის სახეობა, რომელიც აღმოცენებულია უძველესი თამაშის — ლელოს საფუძველზე. თამაში იმართება მატყლით დატენილი ბურთით (3 კგ-მდე) ფეხბურთის მინდორზე (დაახლოებით 70×105 მ),რომელსაც არა აქვს კარი. გუნდს ეთვლება ქულა, თუ იგი რაიმე საშუალებით ხელით ან ფეხით გადააცილებს ან გადაიტანს ბურთს მოწინააღმდეგის ჩატვლის ხაზს იქით როგორც ჰაერში, ისე მიწაზე. გამარჯვებულია ის, ვინც ამას მეტჯერგააკეთებს. ნებადართულია ჩავლება, ჩაბღუჯვა, წაქცევა, მხოლოდ უხეში ილეთების გარეშე. თამაში შედგება ორი 30-წუთიანი ნახევრისა და 10-წუთიანი შესვენებისაგან.
საქართველოში ყოველ წელს ტრადიციულად იმართება ლელობურთის რესპუბლიკური ჩემპიონატი. ამ ეროვნულ სახეობაში დაწესებულია საქართველოს სპორტის ოსტატის წოდება.
ლელობურთი არის გურიის ერთ–ერთი კოლორიტული ტრადიცია, რომელიც ყოველი წლის აღდგომა დღეს იმართება სოფელ შუხუთში. ვინცობაა რამე საინტერესო იცოდეთ ამ თემის შესახებ, ნუ მოგერიდებათ, გაგვიზიარეთ. მე კიშემოგთავაზებთ ერთ სტატიას და ერთ შესანიშნავ ფილმს – ლელოს შემობრუნება. ეს ფილმი გადაღებულია 1981-84 წლებში და სავსეა ტრადიციული მუსიკალური ნიმუშებით. ა მაგალითად, გურული ბებო ღიღინებს აგუნას, რომელიცთავის მხრივ მევენახეობა – მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაებაა, ხოდა ღვინის დამზადების პროცესში იტყოდნენ ამ სიმღერას – აგუნა. აგუნა - აგიდელა და აგუნას ღვინის კულტის- ბახუსისსაპატივცემულოთ მღეროდნენ. სიმღერა ერთმანეთს ენათესავება. აგუნა საახალწლო და ღვინის დედის- ყურძნის სიუხვის სიმღერაა.
“თაგვებს ჭირნახული ჩაელაგებინა და მოცლილთ ლელობურთიგაეჩაღებინათ.
უშველებელ კაკალს ხან აქეთ ისროდნენ და ხან იქით, გადაჰქონდათ ორღობიდანორღობეში, ბანიდან ბანზე, კორდიდან კორდზე. დიდი გნიასი და ჟრიამული იდგა.მაყურებელი შეძახილებით ამხნევებდა თავის გუნდს” – ეს სიტყვები ალბათ ყველასგვახსოვს, რადგან ნებისმიერი ჩვენთაგანის ბავშვობის საყვარელი “წუნა დაწრუწუნადანაა”. მაშინ ალბათ ბევრმა არც ვიცოდით, რომ ჩვენში დღესლელობურთს ისევ თამაშობენ და თან ისე რომ...
მე-19 საუკუნეში ლელობურთი დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებულიპრივილეგიით სარგებლობდა. ქუთაისში ლელობურთის თამაშის ადგილი იყოსაფიჩხიაზე ე.წ. ხარაზოვის ბაღის მიდამოებში. თუმცა ის რაც გურიაში ხდებოდადა დღესაც ხდება, სულ სხვა ამბავი იყო, არის, და ალბათ იქნება კიდეც...
გურიაში, სოფელ შუხუთში თენდება აღდგომის დილა. ღამენათევი სამწყსოტაძრიდან გამოდის. სოფელი ივსება ემოციით და ძალით. ლელო უნდა გავარდეს.მოხუცებისთვის ეს ტკბილი მოგონებაა, ბავშვებისთვის დიდობის ოცნება. შუათანათაობას კი სისხლი ნელნელა უჩქროლდება. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვინთამაშობს და ვინ არა. მთავარია ლელო გავარდეს.
სულის შეხუთვა, ძვლების ჭახაჭუხი, ოფლი და მტვერი, ყველაფერი ერთადაზელილი. მხოლოდ ერთი აზრი გამოძრავებს, წინ უნდა მიაწვე. არა, ისე ხუმრობაიქით იყოს და ხანდახან კბენაც მოდის ლელოში.